აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სამინისტრო ორ კონკურსს იწყებს. ეს გახლავთ ვიდეო-რგოლებისა და ესეების კონკურსები სახელწოდებით - „ნაბიჯი თანადგომისკენ“.
კონკურსის მიზანია მოზარდები დააფიქროს იმ ადამიანებზე, რომელთა უფლებები შეზღუდული იყო ან დღესაც იზღუდება; ადამიანებზე, რომელთაც უწევთ დამცირების, ტკივილის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ატანა, ვინაიდან არ აქვთ თანატოლების, ახლობლებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო-საშუალო საფეხურის VII-XII კლასების მოსწავლეებს.
მოგიწოდებთ ჩაერთოდ კონკურსებში, იყოთ აქტიურები და ამით თქვენი წვლილი შეიტანოთ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში.
კონკურსების თაობაზე სრული ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მითითებულ ბმულებში:
ესეების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“
ვიდეორგოლების კონკურსი „ნაბიჯი თანადგომისკენ“