20.11.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური რეგიონის პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრის
მოადგილე დედოფლისწყაროში ჩავიდა და რეგიონის 15 საჯარო სკოლის წარმომადგენლებს
ზოგადი განათლების სიახლეები და
მასწავლებლის პროფესიაში შესვლის, განვითარებისა და კარიერის დაგეგმვის ახალი
სქემა წარუდგინა. ახალი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ლაშა საღინაძემ გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში, ლია გიგაურმა და
დავით საღინაძემ პედაგოგთა ყველა
შეკითხვას უპასუხეს და ის პრობლემები მოინიშნეს, რაც
რეგიონის რამდენიმე სკოლაში არსებობს და რომელთა გადაჭრაშიც სამინისტროს
დახმარებაა აუცილებელი.
პედაგოგებთან
შეხვედრა დედოფლისწაყაროს ერთ-ერთ წარმატებულ #1 საჯარო სკოლაში გაიმართა და მას
ასევე ესწრებოდნენ კახეთის გუბერნიისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.