2014 წლის 18 - 21 დეკემბერს თბილისში ჩატარდება WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრება ექვს პროფესიაში: შედუღება, ვებ-დიზაინი, სამზარეულო საქმე, სარესტორნო სერვისი, ფლორისტიკა და საპარიკმახერო საქმე.
WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მსურველებს 24 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად შეავსონ განაცხადი და დარეგისტრირდნენ WorldSkills Georgia -ს ოფიციალურ ვებგვერდზე www.worldskills.ge
3 დეკემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით დარგის ექსპერტები შემოსული განაცხადებისა და მონაწილეობის მსურველ კანდიდატებთან პირადი გასუბრების საფუძველზე შეარჩევენ WorldSkills Georgia -ს რიგით მეორე ეროვნული შეჯიბრების მონაწილეებს.
თითოეულ პროფესიაში არსებული ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე შეირჩევა მაქსიმუმ 8 მონაწილე. გამონაკლისია ვებდიზაინი - შეირჩევა მაქსიმუმ 18, რადგან ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა ერთდროულად შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღოს 18 მონაწილემ.
WorldSkills Georgia 2014 - ეროვნულ შეჯიბრებაში გამარჯვებული ექვსი ახალგაზრდა, (თითოეულ პროფესიაში სამი საპრიზო კატეგორიიდან პირველ ადგილებზე გასულები) მონაწილეობას მიიღებენ WorldSkills–ის რიგით 43-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოში ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში.
WorldSkills Georgia არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება. პროექტი - WorldSkills Georgia - 2012 წელს დაიწყო და განხორციელდა/ხორციელდება გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ტექნიკური მხარდაჭერითა და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით.
2012 წლიდან WorldSkills Georgia, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით არის WorldSkills International-ის ასოცირებული წევრი. ეწვიეთ ვებგვერდს www.worlskills.org, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის 60-წლიან ისტორიას.
2013 წლის 16-17 თებერვალს WorldSkills Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა პირველი ეროვნული შეჯიბრება სამ პროფესიაში - სამზარეულო საქმე, ვებდიზაინი, შედუღება. გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს WorldSkills-ის რიგით 42-ე საერთაშორისო შეჯიბრებაში, რომელიც გაიმართა 2013 წლის ივლისში გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.
საქართველოს გუნდმა შეძლო ვებდიზაინში ჯილდოს მოპოვება. ქართველი მონაწილე საუკეთესოთა ათეულში მოხვდა და დაჯილდოვდა წარმატების მედლით - MEDALION OF EXCELLENCE და მედლით - BEST OF NATION. ეწვიეთ WorldSkills Georgia-ს ოფიციალურ ვებგვერდს www.worldskills.ge
Worldskills Georgia 2014 ეროვნული შეჯიბრის საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო აფხაზეთის ხმა და ტელეკომპანია რუსთავი 2 - „დილა მშვიდობისა საქართველო“.
მხარდამჭერები: სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“ და „ნატალი აკადემია“, წყლის და გაზის ტექნოლოგიების კომპანია-GEOTURAN, “გარდენია”, ITDC, TK group და საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“.