ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი პროგრამები განიხილეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო „სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქართველო 2020“ უმაღლესი განათლების პროგრამას, რომელსაც საქართველში აშშ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიებისა და საინჟინრო სპეციალობებზე საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტქნოლოგიების სპეციალობებისა და განათლების ხარისხის გაძლიერებას.
აღნიშნული უნიკალური პროგრამა საქართველოში პარტრნიორ უნივერსიტებში - თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნვიერსიტეტში ხორციელდება. 2015 წელს ჩარცხული სტუდენტები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისო სტანდარტის ამერიკული დიპლომებს. პროგრამის განსახორციელებლად, კომპაქტის ფარგლებში, მოხდება 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება.
საქართველოს დელეგაციის აშშ-ში სამუშაო ვიზიტის მიზანია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების შემდგომი განვითარების განხილვა, სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტის პროგრამების ადგილზე გაცნობა.