ქვეპროგრამა მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების ხელშეწყობას და პრაქტიკული სწავლების პროცესში დამსაქმებელთა ჩართვის სტიმულირებას. ქვეპროგრამის საფუძველია საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის N300 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია“ (2013-2020 წლებისათვის), რომელიც ხაზს უსვამს სწავლების პროცესში პრაქტიკაზე ორიენტაციის მნიშვნელობას და ხარისხიანი, თანამედროვე საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას რეალურ სამუშაო გარემოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და დამსაქმებლებისათვის სხვადასხვა წამახალისებელი ინიციატივების შეთავაზება, განსაკუთრებით პრაქტიკული სწავლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, რაც პროფესიულ სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პარტნიორი კერძო კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები/პროექტები პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკული სწავლების (სასწავლო ან/და საწარმოო პრაქტიკა) კომპონენტთან დაკავშირებით.
პროექტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონული სახით ჩაწერილი CD-ზე და ნაბეჭდი სახით ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე წლის ბოლომდე. აქვე გაცნობებთ, რომ იგეგმება არსებული პროექტის განხორციელება 2015 წელს.
პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისგან:
გთხოვთ, პროექტები განსახილველად მოგვაწოდოთ არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი.