ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ კოლეჯებში „იკაროსსა“ და „სპექტრში“ ორი დღის განმავლობაში - 19 და 20 დეკემბერს მიმდინარეობდა. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ 22 წლამდე ასაკის შემდუღებლები, ვებდიზაინერები, მზარეულები, ფლორისტები, სარესტორნო სერვისისა და საპარიკმახერო საქმის სპეციალისტები. გამარჯვებულები თითოეულ პროფესიაში შესაბამისი ჟიური შეფასებების შედეგად გამოვლინდნენ.
სამზარეულო საქმე - 8 მონაწილე. I ადგილი - გიორგი ჭეიშვილი, II ადგილი - შამილ კალიაევი, III ადგილი - ეკა ასლანიკაშვილი. ექსპერტი როდამ ხიდეშელი
საპარიკმახერო საქმე - 6 მონაწილე. I ადგილი - ლია ბულაური; II ადგილი - შორენა ჯოხარიძე; III ადგილი - ნინო ჯიქური. ექსპერტი ნატალი თოლორაია
სარესტორნო სერვისი - 7 მონაწილე. I ადგილი - ლეონარდო სტეფანოვი; II ადგილი - ირაკლი ლორია; III ადგილი - სოფიკო ნადირაძე. ექპერტი ნუგზარ ზარნაძე
ფლორისტიკა - 6 მონაწილე. I ადგილი - ანა ვაშაძე; II ადგილი - რიტა ძაძამია; III ადგილი - ნანი ჯიშკარიანი . ექსპერტი - ზურა შევარდნაძე
ვებდიზაინი - 6 მონაწილე. I ადგილი - ანდრო ველიჩკო; II ადგილი - ცოტნე ნაზარაშვილი; III ადგილი - გიორგი ხურციძე. ექსპერტი სერგო კარაკოზოვი