განათლება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შემუშავდა ახალი სტრატეგია, სადაც აქცენტი გაკეთებულია განათლების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ინსტიტუციური განვითარებისა და დაფინანსების ზრდაზე. შემუშავდა სოციალურად ორიენტირებული პროგრამები. მიმდინარეობს სასწავლო გეგმის რევიზია და განვითარება, მუშავდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა. ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო სკოლა, ბუკები გადაეცათ პირველკლასელებსა და კომპიუტერები პირველკლასელთა დამრიგებლებს. უსაფრთხო და ჯანსაღის კოლის კონცეფციის ფარგლებში დაინერგა შემდეგი სერვისები:
ზოგადი განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში საჯარო სკოლების 42 252 მოსწავლე და კერძო სკოლების 433 მოსწავლე სარგებლობს უფასო სახელმძღვანელოებით, 206 სკოლის 12 252 მოსწავლეს ემსახურება უფასო სასკოლო ტრანსპორტი. ინკლუზიურ განათლებაში ჩართულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 26 მოსწავლე და 25 სპეციალური მასწავლებელი.
სამეგრელო - ზემო სვანეთში გაიხსნა სკოლამდელი განათლების 6 ალტერნატიული ცენტრი, რომლის მიზანია სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა 5 წლის ასაკის ბავშვებისათვის, სადაც არ არის საბავშვო ბაღები.
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში რეაბილიტირდა 121 სკოლა და 3 პროფესიული სასწავლებელი.
დაგეგმილია პროფესიული კოლეჯის ,,ლაკადა“ სრული რეაბილიტაცია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო პროფესიული სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ფილიალისადა პროფესიული კოლეჯის ,,თეთნულდი“ სრული რეაბილიტაცია.
მოსწავლეთა წახალისებისა და მოტივაციის მიზნით სასკოლო ინიციატივების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა - 3 საჯარო სკოლა (4 154,4 ლარი). 2013-2014 წლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცათ 183 ოქროს და 198 ვერცხლის მედალი. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა 25 სამოქალაქო კლუბი. ძალადობის პრევენციის მიზნით ლექციები ჩატარდა 10 სკოლაში ხოლო იმიტირებული გამოძიება 1 სკოლაში.
პროფესიულ სასწავლებელში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა 1579 სტუდენტმა. სოციალური პროგრამის ფარგლებში სამეგრელო - ზემო სვანეთის საზღვრისპირა სოფლების 58 სტუდენტი დაფინანსდა
პროგრამაში ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართულია 28 მასწავლებელი, ხოლო პროგრამაში ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ჩართულია 13 მოხალისე მასწავლებელი.