საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა, თითქმის ყველა სკოლაში წარმოდგენები იმართება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნინო კვიტაიშვილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში იმყოფბოდნენ, სადაც ორი სკოლის საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
წარმოდგენას, სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, სხვა მოწვეული სტუმრები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.