კონფერენციის მიზანი იყო ადამიანის უფლებების/ბავშვის უფლებების თემაზე მოსწავლეთა ინფორმირება, ტოლერანტობის, ემპათიის, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ინფორმირების გაზრდა ძალადობის ფორმებისა და ძალადობისაგან თავის არიდების თაობაზე. კონფერენციაზე მოსწავლეები მოხსენებებით წარსდგნენ და თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ბლოგების კონკურსში „ჩვენ ვიცავთ თანატოლების უფლებებს“, ესეებისა და ვიდეორგოლების კონკურსებში „ნაბიჯი თანადგომისკენ“ გამარჯვებული 73 მოსწავლის დაჯილდოება. აუდიტორიამ აღნიშნულ კონკურსებში I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეების მოხსენებებიც მოისმინა.
ბლოგების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:
I ადგილი - მარიამ იმერილიშვილი, გრიგოლ ამანათაშვილი,მარიამ მაისურაძე, ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა - მათემატიკის 42 საჯარო სკოლა;
II ადგილი - სადრია მოლიძე, ნათელა ნემსვერიძე, ბექა ბექაური, თბილისის #45 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ანა ბოლოთაშვილი, მარიამ ოთიაშვილი, მარი კაზარიანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა,
პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და სიგელები, ასევე დაჯილდოვდნენ კიდევ ოთხი საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეები. კომისიის გადაწყვეტილებით მათაც გადაეცათ ფულადი პრიზები და სიგელები.
ესეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები გახდნენ:
I ადგილი - აკაკი ტარიელაშვილი, ახალი ქართული გიმნაზია;
II ადგილი - ანი ამოევი, თბილისის #72 სკოლა;
III ადგილი - მარიამ ნოზაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის #3 საჯარო სკოლა;
პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და სიგელები, ასევე დაჯილდოვდა პირველ ათეულში გასული კიდევ 7 მოსწავლე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მათაც გადაეცათ ფულადი პრიზები და სიგელები.
ვიდეო რგოლების კონკურსში გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები გახდნენ:
I ადგილი - გიორგი ხინგავა, სანდრო გოგიჩაიშვილი, გიორგი ფერაძე, დავით დობორჯგინიძე, მარიამ სირბილაძე, ბექა სამუშია - რუსთავის #28 საჯარო სკოლა;
II ადგილი - თამარ დაჰკოშვილი, გორის #9 საჯარო სკოლა;
III ადგილი - გურამ მურადაშვილი, ქართულ- ამერიკული უმაღლესი სკოლა.
პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ ფულადი ჯილდო და სიგელები,
ასევე დაჯილდოვდა პირველ ათეულში გასული 7 სკოლა, რომლებიც კომისიის
გადაწყვეტილებით სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა კამპანიაში „არა ძალადობას“ ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ლექცია-სემინარი და დისკუსია.