გაცნობებთ, რომ პოლონეთ - ამერიკის თავისუფლების ფონდი აცხადებს ღია კონკურსს ლან კირკლანდის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2015-16 აკადემიური წლისათვის. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა ლიდერებისათვის, რომელთაც უკვე მოპოვებული აქვთ მაგისტრის ხარისხი, აქვთ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება, არიან 35 წლამდე ასაკის (გამონაკლის შემთხვევებში 40-მდე), ფლობენ ბაზისურ პოლონურ ენასა და ინგლისურ ენას (იმ შემთხვევაში თუ სასწავლო პროგრამის სწავლების ენა ინგლისურია). პროგრამა მოიცავს ორსემესტრიან სწავლებას პოლონეთის უნივერსიტეტებში და 2-4 კვირიან პრაქტიკის გავლას საჯარო და კერძო ინსტიტუტებში.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ეკონომიკა და მენეჯმენტი, ადმინისტრირება/მენეჯმენტი (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება), საჯარო ადმინისტრირება, სამართალი, სოციალური მეცნიერება, პოლიტიკური მეცნიერება და საერთშორისო ურთიერთობები, განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 1 მარტი; დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.kirkland.edu.pl