შვედეთის საელჩო აცხადებს ახალ საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას -„ადგილობრივი მმართველობა უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით“, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ მმართველობაში სოციალურ ეკონომიკური განვითარებისათვის მიმდინარე და ახალი რეფორმების ხელშეწყობა. პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივი მმართველობისა და დემოკრატიის საკითხებზე უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით. პროგრამაზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომელთაც ოფიციალურად წარმოადგენს შესაბამისი უწყება. პროგრამის ენა ინგლისურია.
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა მოთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: www.icld.se; პროგრამის შესახებ დამატებითი კითხვებისათვის საკონტაქტო პირია anna.hedlud@icld.se