განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, წარმატებით ჩატარებული პრეტესტის შედეგებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება საგამოცდო პროგრამა. მარტის ბოლოს, კი პედაგოგებისთვის ცნობილი გახდება, თუ რა იქნება გამოცდაზე გამსვლელი ქულა.
მინისტრის თქმით, სამინისტროსთვის მასწავლებელთა სერტიფიცირება თვითმიზანი არ არის, მთავარი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაა. სერტიფიცირებულ მასწავლებლებს ასევე მოემატებათ ხელფასი. ამასთან, მათ მენტორ მასწავლებლებად მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, რაც 160 ლარის დამატებით შემოსავალს გულისხმობს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ქუთაისში ჩატარებული პრეტესტით პედაგოგებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. ამასთან, დადგინდა, რომ უცხო ენის გამოცდისათვის გათვალისწინებული დრო- ორსაათნეხევარი, საკმარისი არ აღმოჩნდა. რის გამოც, გამოცდის ხანგრძლივობა სამ საათამდე გაიზრდება.
სასერტიფიკატო გამოცდების ”გენერალური
რეპეტიციისათვის” ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ
მომზადდა. პედაგოგებმა, არა მხოლოდ ტექსტური დავალებები ჩააბარეს,
არამედ საგამოცდო
პროცესის ადმინისტრირების მექანიზმები და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. ტესტირება
ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, პროფესიულ
უნარებში ჩატარდა და მასში იმერეთის,
სამეგრელოს, გურიისა და აჭარის პედაგოგები
მონაწილეობდნენ.
2014 წლამდე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ნებაყოფლობითია
და მას სახელმწიფო აფინანსებს. პირველ ეტაპზე გამოცდებს ქართული ენისა და
ლიტერატურის, უცხოური ენებისა და მათემატიკის პედაგოგები ჩააბარებენ. ამ საგნების
პედაგოგების დიდმა ნაწილმა უკვე გაიარა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული
გადამზადების კურსები.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები პირველად 2010 წლის ზაფხულში ჩატარდება.
ტესტების მომზადებასა და გამოცდების ჩატარებას გამოცდების ეროვნული ცენტრი
უზრუნველყოფს.