კომისია 2012 წელს დაფუძნდა და მან ყველა ის ასეულობით უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის განცხადება შეისწავლა, რომლებმაც სამინისტროს მომართეს. მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებდა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს და ამ დამოკიდებულებას სისტუმური ხასიათი ჰქონდა.
სპეციალური კომისია დაკომპლექტებული იყო საქართველოს სახალხო დამცველისა და იმ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან, რომლებიც გამოირჩეოდნენ განათლების სისტემასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და მაღალი კვალიფიკაციით. კომისიის კომპეტენციაში შედიოდა 2006 წლის 1 იანვრიდან კომისიის შექმნამდე - 2012 წლის 14 დეკემბრამდე - საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შესწავლა, შეფასება და კომპეტენციის ფარგლებში მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავება. კომისია ორი წლის განმავლობაში პერიოდულად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას გაწეული სამუშაოს შესახებ.
კომისიის მიერ საქართველოს მასშტაბით შემოსული განცხადებების განხილვის, შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე გამოიკვეთა განათლების სისტემაში არსებული სხვადასხვა სისტემური ხასიათის პრობლემა, კერძოდ:
შეიძლება ითქვას, რომ კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლინდა როგორც პოლიტიკური შეხედულებების გამო ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები, ასევე, სხვადასხვა სახის კანონდარღვევის შემთხვევები, რომლებიც დამკვიდრებული იყო სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში. აღნიშნულმა განაპირობა, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დარღვევა და, მეორე მხრივ, უარყოფითი გავლენა მოახდინა განათლების სფეროში განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად განხორციელებაზე.