შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
IFB#PP06/GEP/CW/CB/03
2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა
LOT #1 – ახალციხის #1, განძის და კარტიკამის საჯარო სკოლები;
LOT #2 – საქაშეთის, ზერტის და ბებნისის საჯარო სკოლები;
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov) და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გთავაზობთ წარმოადგინოთ თქვენი სატენდერო წინადადებები 2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით (LOT #1 – ახალციხის #1, განძის და კარტიკამის საჯარო სკოლები; LOT #2 – საქაშეთის, ზერტის და ბებნისის საჯარო სკოლები;).
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
საქაშეთის, ზერტის და ბებნისის საჯარო სკოლების დათვალიერება გაიმართება 2015 წლის 23 ივლისს დილის 9:30 საათზე. შეკრების ადგილი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დ. უზნაძის 52, თბილისი
საქართველო 0102
გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 24 ივლისს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
დ. უზნაძის 52, თბილისი
საქართველო 0102
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2015 წლის 14 აგვისტოს შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2015 წლის 14 აგვისტოს 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.
დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით.
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge