საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი თურქული სკოლა-ლიცეუმი გახსნა. სკოლის გახსნამდე პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა განათლების სფეროს პრიორიტეტებზე, ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ რამდენიმე კონკრეტულ აქტივობაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლების 90% სრულად ან ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, პრაქტიკულად ყველა სკოლა თბება, შეტანილია ახალი ინვენტარი, აშენდა ათასობით სტადიონი, იგეგმება სპორტული დარბაზებისა და ღია სპორტული მოედნების მოწყობა თბილისსა და რეგიონებში. აშენდება რამდენიმე საცურაო აუზი. საქართველო თანამედროვე განათლების ინფრასტრუქტურის ქვეყანა ხდება.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით მიმდინარეობს სპეციალისტთა გადამზადება პროფესიულ სასწავლებლებში. ბათუმში ბევრი ცნობილი ბრენდის სასტუმრო აშენდა და შენდება, სადაც ქობულეთის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულები საქმდებიან.
პრეზიდენტმა თავის მიმართვაში ახალი თურქული სასწავლო დაწესებულების გახსნის დიდ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სისტემაში საქართველოს განათლების სისტემის ინტეგრირება ქვეყნის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ინვესტიციებით პირველები სწორედ თურქი მეზობლები შემოვიდნენ არასტაბილურ საქართველოში, მიუხედავად წინააღმდეგობებისა დააარსეს საუკეთესო სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ისინი მომავალ თაობებს პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ბევრი უცხოური სკოლა ფუნქიონირებს და ამ სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ სწავლა უცხოეთში გააგრძელონ,. მსგავსი შესაძლებლობა აღარ იქნება მხოლოდ ელიტალური ნაწილისთვის პრივილეგია. 2011 წლიდან ქართულ ატესტატს აღიარება მსოფლიოს ყველა ცნობილი უმაღლესი სასწავლებელი აღიარებს., ბოლონიის პროცესის ფარგლებში მოხდება საქართველოს საბოლოო ინტეგრაცია მსოფლიო განათლების სისტემაში, ამისათვის კი აუცილებელია კარგი განათლება. მომავალი წლიდან საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებელი ჩამოვა, ისინი არა მარტო ენას შეასწავლიან ჩვენ ბავშვებს, არამედ იქნებიან ჩვენი ქვეყნის ელჩები თავიანთ სამშობლოში.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო განათლების სისტემაში ინტეგრაციისათვის საჭიროა: განათლების ხარისხის ზრდა, განათლებისა და კვლევების ინტეგრაცია საერთაშორისო დონეზე, სტუდენტებისა და პროფესორების მობილობა, აკრედიტაციის სისტემის სწორი განვითარება, სასაწავლო პროგრამების გადახალისება.
პრეზიდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მუშაობა წინა ხელძღვანელების პერიოდში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს სისტემის მოდერნიზაცია ხდება, რაც საქართველოს გადარჩენისთვის არის საჭირო, მოდერნიზებულმა განათლების სისტემამ კი სულ მალე მთელი საქართველო და მათ შორის ოკუპირებული 20%-იც უნდა მოიცვას.