შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა IFB#PP06/GEP/CW/CB/05
ლოტი #1– ახალციხის #1, განძის და კარტიკამის საჯარო სკოლები;
ლოტი #2– საქაშეთის, ზერტის და ბებნისის საჯარო სკოლები;
IFB#PP06/GEP/CW/CB/06
ლოტი #1– ონის საჯარო სკოლა;
ლოტი #2– ხელედის საჯარო სკოლა;
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს (the “Compact”) დაახლოებით 140,000,000,00 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მეშვეობით. კომპაქტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ათასწლეულის გამოწვევის კორპირაციისა (www.mcc.gov) და ათასწლელულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს ვებგ ვერდებზე www.mcageorgia.ge .ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს შესყიდვებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დადგენილი შესყიდვების პროცედურებით რომელიც შესაძლებელია ნახოთ შესაბამის ვებგვერდზე https://www.mcc.gov/pages/business/guidelines. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.
გაერთიანებული წინასატენდერო შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 15 სექტემბერს დილის 11:00 საათზე შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მერაბ კოსტავას ქ. 5,
მე–4 სართული, შეხვედრების ოთახი
თბილისი 0108
საქართველო
დასწრება რეკომენდირებულია ყველა დაინტერესებული კომპანიისათვის, მაგრამ არ არის სავალდებულო.
სატენდერო წინადადებები უნდა მოიტანოთ არაუგვიანეს 3:00 საათისა, საქართველოს დროით (GMT+4) 2015 წლის 5 ოქტომბრის შემდეგ მისამართზე:
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
სატენდერო დოკუმენტაცია გაიხსნება იგივე დროს, 2015 წლის 5 ოქტომბრის 3:00 საათზე მონაწილე კომპანიების და სხვა მსურველების თანდასწრებით.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
მ. კოსტავას 5, მე-4 სართული,
თბილისი, საქართველო 0108
ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
Email: procurement@mcageorgia.ge