აღნიშნულ საკითზე სამუშაო შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროების, ნორვეგიის ადმინისტრაცის, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის, ორგანიზაცია „კინდ-სმენის“, პროექტის: „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ წარმომადგენელთა და უცხოელი ექსპერტებთნ უკვე გაიმართა, რაც მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
შეხვედრის შედეგად რამდენიმე არსებითი საკითხი გამოიკვეთა, რომლებიც რეაგირებას საჭიროებს: კერზოდ, მეტყველების თერაპევტების დაბალი კვალიფიკაცია და პროფესიონალების სიმცირე; მშობელთა განათლება და ინფორმირება კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის, ყოველდღიური ცხოვრების და განათლების მიღების საკითხებზე; ბილინგვური მიდგომა კოხლეარული იმპლანტის მქონე პირთა განათლების პროცესში; შესაბამისად აღჭურვილი კლასები; სწორი და თანმიმდევრული საინფორმაციო კამპანია კოხლიარული იმლანტაციის მოსამზადებელ და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.
ნორვეგიელი სპეციალისტების მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კოხლეარული იმპლნატაციის ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესის სწორად დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რასაც სასურველი შედეგის მიღწევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სპეციალისტების მხრიდან ასევე ფოკუსში მოექცა სმენის დარღვევის მქონე ბავშვების ადრეული იდენტიფიკაციის საკითხი, რათა იმპლანტაცია ადრეულ ასაკში განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პირის იდენტიფიკაციისთანავე, დაიგეგმოს სათანადო სერვისები სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. ამასთან, კოხლეალური იმპლანტის მქონე მოსწავლეებისთვის სკოლებში შეიქნას შესაბამისი გარემო.
შეხვედრის შედეგად, მიღწულ იქნა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადებში განხორციელდეს მეტყველების თერაპიის მიმართულებით სასწავლო პროგრამების განვითარება. ნორვეგიელი დონორის დამხმარებით, პირველ ეტაპზე აღიჭურვება რამდენიმე კლასი, სადაც განათლებას კოხლეარული იმპალნტის მქონე პირები იღებენ. გარდა ამისა, განხორციელდება კვალიფიციური საინფორმაცი ბუკლეტის მომზადება მშობლებისათვის.
რეაბილიტაციის კომპონენტის დახვეწასთან და მშობლების მხარდაჭერის სერვისების შექმნასთან დაკავშირებით, შრომის ჯანმრთელობისა სოციალრური დაცვის სამინიტროსთან აქტიური განხილვები ინტენსიურად გაგრძელდება.