ისრაელის მთავრობა სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს საგანმანათლებლო სტიპენდიებს სთავაზობს:
1. ივრითის საზაფხულო კურსები (ულპანი)
2. სამეცნიერო–კვლევითი აკადემიური წელიწადი.
მოთხოვნები:
1. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის (ან უფრო მაღალი) ხარისხი ხელოვნების ან მეცნიერების განხრით და კარგი აკადემიური მოსწრება;
2. აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის სახელითაც სურს კურსებში მონაწილეობა და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს (აკადემიური წლის დასაწყისში).
3. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისურის ან ივრითის პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.
4. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელის იმ უნივერსიტეტის მოთხოვნებს, სადაც კურსის გავლა სურს. სტიპენდია გამოიყოფა მხოლოდ ამ ინსტიტუტის მიერ კანდიდატის მიღებაზე დათანხმების შემთხვევაში.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://embassies.gov.il/tbilisi-ge/NewsAndEvents/Pages/scholarships_2016.aspx