გაცნობებთ, რომ იაპონიის საერთაშორისო ფონდის „Matsumae International Foundation” ეგიდით უცხო ქვეყნის მეცნიერებისათვის (პრიორიტეტული სფეროებია: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია და მედიცინა) 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით იაპონიაში დაგეგმილია კვლევითი პროგრამის ორგანიზება.
იაპონიის საერთაშორისო ფონდი უზრუნველყოფს პროგრამაში მონაწილე კანდიდატების კვლევებისა და საცხოვრებელი ხარჯის დაფარვას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას 20 000 იაპონური იენის (დაახლოებით 2000 აშშ დოლარი) ოდენობით.
პროგრამაში მონაწილეობის მიზნით 2016 წლის 31 აგვისტომდე საჭიროა შევსებული სააპლიკაციო ფორმის გაგზავნა აღნიშნულ ფონდში. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაცია შესაძლოა მოიძიონ დანართში.