რუმინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებისათვის 2016-2017 სასწავლო წლისათვის სტიპენდიის მისაღებად.
რუმინული ენის პოპულარიზაციის მიზნით, რუმინეთის მთავრობა სტიპენდიას მიანიჭებს მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვინც რუმინულ ენაზე ისწავლის რუმინეთის უნივერსიტეტებში. კანდიდატები რუმინული ენის ცოდნის დონის შესამოწმებლად გაივლიან უმაღლესი განათლების ინსტიტუტების მიერ სპეციალურად ამ მიზნით შედგენილ ტესტს. ხოლო იმ კანდიდატებს, რომლებიც არ ფლობენ რუმინულს, მაგრამ სურვილი აქვთ მისი შესწავლის, მიეცემათ საშუალება, ერთი წელი ისწავლონ ენის მოსამზადებელ კურსებზე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სტიპენდიასთან დაკავშირებულ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ ვებ-გვერდებზე: http://www.mae.ro/en/node/10251, http://www.mae.ro/fr/node/10253.