დასახელება: პროფესიული გადამზადების პროგრამა პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის
პროგრამის განმახორციელებელი: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ
საკონკურსო განაცხადი
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ აცხადებს კონკურსს პროფესიული განათლების მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა პროფესიონალთა კვალიფიკაციის ამაღლებას პროფესიული განათლების სფეროში პედაგოგიკის, დიდაქტიკის, მენეჯმენტისა და ადმინისტრაციული საქმიანობის მიმართულებით.
პროფესიული განათლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამა შედგება სამი ფაზისგან, რომელიც მოიცავს შვიდ მოდულს. პროგრამის პირველი და მეორე მოდული განხორციელდება საქართველოში, ხოლო პროგრამის დანარჩენი ხუთი მოდული განხორციელდება გერმანიაში.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
კონკურსში მონაწილეობის სავალდებულო მოთხოვნები
• საჯარო სექტორში პროფესიული განათლების კუთხით ან საგანმანათლებლო სფეროში პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
• პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის სამწელზე მეტი გამოცდილება;
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი პროფესიული განათლებაში ან განათლების მენეჯმენტში;
• ინგლისური ენის ფლობა;
• აპლიკანტის ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 45 წლამდე;
• ლიდერობის გამოცდილება.
აპლიკანტის კანდიდატურას მხარს უნდა უჭერდეს მისი დამსაქმებელი ორგანიზაცია, კერძოდ:
• დამსაქმებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას პროგრამის შესახებ და მხარს უნდა უჭერდეს აპლიკანტის მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში;
• პროგრამის დასრულების შემდეგ დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს კურსდამთავრებულის რეინტეგრაცია სამუშაო გარემოში;
• დამსაქმებელმა უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის პროფესიული განათლების მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის ბენეფიციარი.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა - 14 თებერვალი, 2016 წ.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: mastertrainer‐application@giz.de
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პროგრამის დასახელება "Master Trainer in TVET 2016".