25.03.2016
იტალიის მთავრობა უცხოეთის მოქალაქეებისთვის და უცხოეთში მცხოვრები იტალიელი მოქალაქეებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 2016-2017 აკადემიური წლისათვის.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 36-თვიანი სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 820 ევროს.
სტიპენდიები გამოიყოფა საბაკალავრო, სამაგისტრო და დოქტორანტურის საფეხურებზე და აგრეთვე, უმაღლეს სპეციალიზებულ სასწავლო პროგრამებზე (სამედიცინო განათლების გარდა), ხელოვნების, მუსიკის და ცეკვის უმაღლესი პროფესიული განათლების კურსებზე, სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე აკადემიური ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ, იტალიური ენისა და კულტურის (საშუალო და მაღალი დონე - 3 თვე), იტალიური ენის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე (1თვე) დასასწრებად.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ განთავსებულია შემდეგ მისამართზე:
http://www.esteri.it/MAE/IT/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm
http://www.esteri.it/MAE/EN/Ministero/Servizi/Stranieri/Opportunita/BorseStudio_stranieri.htm?LANG=EN
პროგრამის შესახებ ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ დანართების სახით: დანართი 1; დანართი 2
აპლიკანტებმა განაცხადი ონლაინ რეჟიმში უნდა წარადგინონ მისამართზე: http://borseonline.esteri.it
აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 15 აპრილი (00:00 a.m. იტალიის დროით)