ქუვეითის უნივერსიტეტის ენების ცენტრმა ქართველი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2016–2017 სასწავლი წლისთვის გამოყო არაბული ენის შესასწავლი სტიპენდიები.
აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
• რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის ასლი;
• ნოტარიულად დამოწმებული ატესტატი;
• ცნობა სასწავლებლიდან- ინგლისურ ენაზე;
• ნიშნების ფურცელი - ( GPA -ინდექსი);
• CV ინგლისურ და არაბულ ენაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აგვისტო.