ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტრო სთავაზობს არაბული ენის შესწავლის მსურველ ქართველ სტუდენტებს 7 სტიპენდიას 2016-2017 აკადემიური წლისთვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 8 ივნისი.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხილეთ დანართში.
დანართში მითითებულ დოკუმენტაციასთან ერთად აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:
• რეკომენდაცია
• ნიშნების ფურცელი -( GPA -ინდექსი)
• CV