დამსახურებულ პედაგოგებს, მათ შორის პრეზიდენტის სტიპენდიანტებსა და ღირსების ორდენით დაჯილდოვებულ მასწავლებელებს დიმიტრი შაშკინმა ყველა ის ცვლილება გააცნო, რაც 2010-2011 წლებში სკოლებშია დაგეგმილი. განსაკუთრებული ყურადღება ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე გაახმავილა, რომელიც 2010 წლის სექტემბერში შემუშავებული იქნება და ხუთი წლის განმავლობაში არ შეიცვლება. მინიტრის თქმით, ახალი სასწავლო გეგმის მიხედვით უკლებლივ ყველასთვის, მათ შორის კერძო სკოლებისთვისაც, 60%-იანი აუცილებლი კომპონენტი განისაზღვრება, მასწავლებლები მხოლოდ დანარჩენ 40%-ში იქნებიან თავისუფლები არჩევანში.
შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა სასკოლო სახელმძღვანელოებზეც ისაუბრა, რადგან 2010 წლიდან გამკაცრდება არა მხოლოდ გრიფირების წესი, აიკრძალება მისი ხშირი შეცვლა, რითაც დაიკლებს მისი ღირებულება.