თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტი იწვევს ქართველ საჯარო მოხელეებს სტიპენდიის მოსაპოვებლად საჯარო აღმასრულებელ სამაგისტრო პროგრამაზე (International Advaced Public Executive Master Degree Program) და პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე (PhD in Political Science and Public Administration ).
სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობა 9 თვიანია: სამაგისტრო პროგრამა იწყება 2016 წლის 19 სექტემბრიდან და გრძელდება 2017 წლის 22 მაისამდე, ხოლო სადოქტორო პროგრამა იწყება 2016 წლის 2 ოქტომბრიდან და გრძელდება 2017 წლის 5 ივნისამდე. აღნიშნული პროგრამებისთვის სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისური ენის ცოდნის საკმარის დონეს (TOEFL-ის ქულა 550 PBT ან 82 IBT).
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ინსტიტუტის საგარეო საქმეთა ცენტრიდან, შემდეგ ელ.მისამართზე: todim@todaie.edu.tr