28.08.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამჯერად, იმერეთს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ ორი შეხვედრა ხონსა და სამტრედიაში გამართა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს მოკლე და გრძელვადიან გეგმებზე, ზოგადი განათლების სფეროში მოსალოდნელ სიახლეებსა და სავარაუდო ცვლილებებზე ესაუბრა. განათლების მინისტრთან შეხვედრებს 700-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო.