აშშ-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის. სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2016 წლის 20 ოქტომბერი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო (წალენჯიხის გარდა), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.
თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2017-2019 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და გაგზავნეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან ელექტრონული ფოსტით მისამართზე education@ge.peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში, საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში, ან ვებგვერდზე: https://www.peacecorps.gov/georgia/ask-for-a-volunteer/
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 595906444;
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 591969881;
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 595950406;
პროგრამების და ტრენინგების სპეციალისტი
ტელ: 595027979;
მოიწონეთ მშვიდობის კორპუსის ფეისბუქ გვერდი Peace Corps Georgia