ევროსაბჭოს განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ენერგო-ეფექტურობის პრინციპით, თბილსში 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება განხორციელდება. „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტს“ ხელი დღეს მოეწერა, რომლის ცერემონიას ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრო.
წინასწარი გათვლებით, დაგეგმილი პროექტის განხორციელებით კომფორტულ და უსაფრთხო სასწავლო გარემოში სწავლას დაახლოებით 15 000 მოსწავლე გააგრძელებს. ზოგადად, პროექტის მთავარი ამოცანაა, სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად, მიღწეული იქნეს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება. ამასთან, მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგებისთვის თანამედროვე სამუშაო პირობების შექმნა. ამავდროულად, პროექტით განხორციელდება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი - გაუმჯობესდება სკოლების მდგრადობა, შემცირდება ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ. სულ მცირე 40%-ით შემცირდება შენობებში ენერგიის მოხმარება.
აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც GEB-ის დაფინანსებით საჯარო სექტორში განხორციელდება. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია და მას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს.