03.11.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, 8 კვირის განმავლობაში ჩაატარა 24 საათიანი ტრენინგი მენეჯმენტში, რომელიც 2016 წლის 02 ნოემბერს მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. მინისტრი კვლავ აგრძელებს აღნიშნულ ტრენინგებს მომდევნო ჯგუფებისათვის, რასაც თითოეული მონაწილე მოუთმენლად ელოდება.