31.03.2010
მეცნიერები X, XI და XII კლასების მოსწავლეებს სამეცნიერო-პოპულარულ სალექციო კურსს წაუკითხავენ და პრაქტიკულ გაკვეთილებს ჩაუტარებენ.
კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, სამეცნიერო მიღწევებისა და სიახლეების გაცნობა, თანამედროვე სამეცნიერო ცოდნის მიწოდება პოპულარული ენითა და მათი დაინტერესება მეცნიერებით.
ლექციები მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს:
- ქიმია
- ფიზიკა
- ბიოლოგია და მედიცინა
- კოსმოლოგია და ასტრონომია
- გეოგრაფია, გეოლოგია, ეკოლოგია
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
- მათემატიკა
- საინჟინრო მეცნიერებები.
სამეცნიერო - პოპულარული ლექციები საჯარო სკოლებისათვის 1 აპრილიდან დაიწყება და საქართველოს შემდეგ ქალაქებში განხორციელდება: თბილისი, ქუთაისი, გორი, რუსთავი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი, მცხეთა, ონი, მესტია, სენაკი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ახალქალაქი.
2009 წელს პროგრამაში 15 000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს ან იხილეთ ვებ-გვერდი:
www.gnsf.ge