17.02.2017 დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების ახალი წესი (იხ. ბრძანება N28/ნ, 16.02.2017წ., დანართი N1 და დანართი N2). 2018 წლის 15 სექტემბრიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადება. გრიფირება ჩატარდება აღნიშნული წესის შესაბამისად.