ა.წ. 6 აპრილს, 17:00 სთ.-ზე იმართება საკონსულტაციო შეხვედრა დაწყებითი საფეხურის მუსიკის საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურ ავტორებთან სახელმძღვანელოს მაკეტის ამავე საგნის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხებზე, რა დროსაც გეძლევათ შესაძლებლობა მოისმინოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დასვათ შეკითხვები და მიიღოთ შესაბამისი პასუხები საგნობრივი სპეციალისტისგან.
შეხვედრის მასპინძელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი.
შეხვედრა გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის.: უზნაძის N52), მე-2 სართული, შეხვედრების ოთახი N249.
დაინტერესებულმა პირებმა - მუსიკის საგნის სასკოლო სახელმძღვანელოების პოტენციურმა ავტორებმა, გთხოვთ, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/forms/nogF93BSytOcyE6c2