08.04.2010
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში - შტეფან ფულეს, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში - პიტერ სემნებს და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ელჩს - პერ ეკლუნდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და განათლების სფეროში განსახორციელებელ ახალ ინიციატივებს.
”ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ დემოკრატიულ რეფორმებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება და იმ როლზე, რომელიც შეიძლება ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დემოკრატიული რეფორმების განვითარებისთვის ითამაშონ, რათა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.