განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეკონომიურად გაჭირვებულ ოჯახებზე სისტემატურად ზრუნავს და ყველაფერს გააკეთებს რომ ზოგადი განათლების კუთხით ასეთ ოჯახებს პრობლემები კიდევ უფრო შეუმსუბუქდეთ. მომავალში ყველა ხელმოკლე ოჯახებს წიგნების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები მთლიანად მოეხსნებათ, რადგან სამინისტროს ინიციატივით სოციალურად დაუცველთა პროგრამაში მყოფი ოჯახების მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემა იგეგმება.
ხელმოკლე ოჯახებს ხელს შეუწყობს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. მნიშვნელოვნად დაეხმარებათ სახელმძღვანელოების გრიფირების წესის გამკაცრებაც და მეორადი სახელმძღვანელოების ბაზრის შექმნაც, რადგან ეს სიახლე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმძღვანელოების შეძენას გაუადვილებს.