მიმდინარე წლის 29 ივნისს, 15:00 საათზე, „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი“ (G-PriEd) გეგმავს ჩატარებული ტრენინგ/სემინარების შემდგომი, შემაჯამებელი (შუალედური) შეხვედრის გამართვას. მსმენელებს საშუალება ეძლევათ გაცვალონ ინფორმაცია ტრენინგ/სემინარების ფარგლებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილონ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები, იმსჯელონ წარმოშობილ სირთულეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დააზუსტონ მიდგომები.
შეხვედრა შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში (მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52, II სართული).
დასწრების მსურველებს გთხოვთ, არაუგვიანეს 29 ივნისის 13:00 საათისა, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/viyjqLb8bQcF3PAR2