თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდმა 2021 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი შეფასებებით ჩარიცხული სტუდენტები დააჯილდოვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გრიგოლ ფერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია დისტანციურად გახსნა, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ორგანიზებით წელს მეჩვიდმეტედ იმართება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიბერთის შორის მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ლუვენის უნივერსიტეტის რექტორთან ლუკ სელსთან შეხვედრა გამართა და მასთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი.
პროფესიით იურისტ ორხან მამედოვს მასწავლებლობა მშობლიური კუთხის სიყვარულმა გადააწყვეტინა. სოფელ საბირქენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქართულ ენას ის 4 წელია ასწავლის. „მასწავლებლობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა თანასოფლელებმა ქართული ენა იცოდნენ, მინდოდა მათთვის უფრო ახლოდან დამენახებინა ქართული ენის საჭიროება“, - აცხადებს გულისხმიერი პედაგოგი, რომელიც სწორედ ქართულის ენის მხარდამჭერ პროექტში ჩართვის შემდეგ დარწმუნდა, რომ სახელმწიფო ენის შესწავლის კუთხით სოფელში გამოწვევები არსებობს.
სასწავლო პროცესის მართვა და ცოდნის გაზიარებიდან მიღებული დადებითი ემოციები ნინო შალამბერიძისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა მომავალი ცხოვრება ინკლუზიურ განათლებასთან, კერძოდ კი, სპეციალური მასწავლებლის პროფესიასთან დაეკავშირებინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ კომპანიას “IBA” ეწვია, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრისთვის ორი ციკლოტრონის აწყობა მიმდინარეობს. მინისტრი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან ნიკოლოზ ჩხეტიანთან და პროექტებისა და ოპერაციების დირექტორ ვახტანგ ცაგარელთან ერთად ციკლოტრონების აწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრაქტიკოს მასწავლებლებთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ევროპულ ასოციაცია COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობის საკითხები განიხილეს.
ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ჟან-ერიკ პაკესთან და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმების გაფორმებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ მარია გაბრიელთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში საქართველოს მონაწილეობისა და განათლების და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N629 დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად, შემუშავდა 2022-2032 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიისა და 2022-2023 წლების სექტორული სამოქმედო გეგმების პროექტები, რომელთა საჯარო კონსულტაციების პროცესი დაიწყო.