საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „ანიდან ჰოემდე“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პოლონეთის ბირთვული კვლევების ეროვნული ცენტრის (NCBJ) დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ცენტრის გენერალური დირექტორი კრიშტოფ კურეკი ხელმძღვანელობდა. მხარეებმა მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს ვიკი სტატიების თარგმნის კონკურსს – „საქართველოს მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“.
საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარეთაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი დიპლომატის, პუბლიცისტის, მწერლისა და პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.
საქართველოს მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო პროფესიულ სასწავლებლებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლის ერთიანი მიღების ფარგლებში ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისათვის სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ახლად დანიშნულ ელჩს ანა მარია შიკოს უმასპინძლა. მხარეებმა 2021 წლის მარტში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე უმაღლესი და პროფესიული განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
2021 წელს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე ინფორმატიკის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ფიზიკისა და ქიმიის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა 1 ვერცხლის, 11 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ოლიმპიადების საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან კი წარმატებული ასპარეზობისთვის ფულადი პრემია მიიღეს.
„შრომას შედეგი ყოველთვის მოაქვს“, – აცხადებს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლალი დალაქიშვილი, რომლის პედაგოგიური მოღვაწეობა თითქმის 40 წელს ითვლის. უფროსი მასწავლებლობიდან მენტორობამდე განვლილ გრძელ გზაზე პედაგოგმა არაერთ წარმატებას მიაღწია – 2018 წელს ის საუკეთესო მასწავლებელთა ათეულის წევრი, ხოლო 2019 წელს – ქართული, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი გახდა.
პროფესიით მათემატიკოსმა ნინო ალანიამ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი წელს მიიღო და ზუგდიდის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლაში მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად გააგრძელა. ნინო 2014 წლიდან არის ჩართული ინკლუზიურ განათლებაში და ცდილობს, ცოდნა და გამოცდილება გაიღრმაოს როგორც სპეციალურმა მასწავლებელმა. სსსმ მოსწავლეებზე ზრუნვა ყოველთვის იზიდავდა, ამიტომაც გადაწყვიტა მეტი ესწავლა ამ მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის თემაზე ესეების კონკურსს – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ აცხადებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა, კონკურსში გამარჯვება მიულოცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროფესიულ განათლებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, გერმანიის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდაჭერას აგრძელებს და რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო გრანტს – 24 მილიონ ევროს გამოყოფს. ეს ფაქტი საქართველოს მხრიდან პროფესიული განათლების განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა სამინისტროებსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის საქართველოს საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამის თაობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.