საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ნორვეგიის სამეფოს ელჩს ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომლის ფარგლებშიც ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის წევრებს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მის ბაზაზე დაფუძნებული ადრონული თერაპიის ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მხარდამჭერი პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით, მიმდინარე წელს არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმება.
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და განხორციელებული პროექტები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში 2022 წელს გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმდინარე და სამომავლო პროექტები გააცნო.
მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა, ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები შეაჯამა და დეპუტატებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას იმ ახალ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უწყობს ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებას და მის კიდევ უფრო დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საიუბილეო თარიღი მიულოცა.