საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩთან ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და გაფართოების საკითხების დირექტორატის ხელმძღვანელს ლორენს მერედიტსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის განათლების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობას, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დეპუტატის მიერ სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტართა რვაკაციანი ჯგუფის კითხვებს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უპასუხა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პროფესორებს გამორჩეული სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საპატიო ჯილდოები გადასცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელ ჯაბა სამუშიასთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტის 14 სტუდენტი ბაკალავრიატის პირველი კურსის წარჩინებით დასრულებისთვის დააჯილდოვა. ღონისძიება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და წარმატებულ ახალგაზრდებს უნივერსიტეტის სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა კვლევის – „საქართველოში სამეცნიერო პრიორიტეტების დადგენა, კვლევის შედეგები‘‘ პრეზენტაცია გახსნა, რომელიც ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის‘‘ ფარგლებში ჩატარდა.
საქართველოს საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022 წლის მიღების ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „მერმისს“ ესტუმრა, სტუდენტებსა და მასწავლებლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შვეიცარიის კონფედერაციის განათლების, კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფო მდივანთან (მინისტრთან) მარტინა ჰირაიამასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების გზები განიხილეს.
შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა მიხაელ შეფმანმა უმასპინძლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად, ქალაქ ციურიხში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გახსნა. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციაში იმყოფება, სადაც შეხვედრა გამართა EHL-ის ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, მიშელ როშასთან და EHL-ის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნეს სკოლის მმართველ დირექტორთან, ანდრე მაკთან.