საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საავტორო უფლებათა ასოციაციასთან ერთად სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლებსა და პოტენციურ ავტორებს სთავაზობს გაფართოებულ საკონსულტაციო შეხვედრას სახელმძღვანელოს/მაკეტის კონსტრუირება-გავრცელებისას საავტორო უფლებებით სარგებლობის საკითებზე. შეხვედრა იმართება დაგეგმილი გრიფირების ფარგლებში. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები, მოიყვანონ კონკრეტული მაგალითები და მიიღონ ამომწურავი პასუხები დარგის კომპეტენტური სპეციალისტებისაგან.
შეხვედრა შედგება მიმდინარე წლის 13 სექტემბერს 15:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52, III სართული, „ბიბლიოთეკა“).
დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეხვედრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 საათით ადრე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/Xj44NIUMTe0yt5Fr1