მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, 13:00 საათზე შედგება „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის” (G-PriEd) წარმომადგენლების შემაჯამებელი (დასკვნითი) შეხვედრა პოტენციურ ავტორებთან. მსმენელებს საშუალება ეძლევათ შეხვედრის ფარგლებში კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილონ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები, იმსჯელონ მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ დამატებითი კონსულტაცია სპეციალისტებისაგან.
შეხვედრა შედგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ოთახი N218 (მის.: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N52, II სართული).
დასწრების მსურველ პოტენციურ ავტორებს გთხოვთ, არაუგვიანეს 29 სექტემბრის 18:00 საათისა, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://goo.gl/forms/UjeIvW8w06fKzpyB3