22.04.2010
თბილისის დიმიტრი უზნაძის სახელობის 22-ე საჯარო სკოლაში სამოცი წლის იუბელე გაიამართა. სკოლა გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას ”ალუმნაის” პროგრამასთან დაკავშირებით და სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების კლუბი დააფუძნა. ღონისძიებას ერთ-ერთი კურსდამათავრებული მსახიობი მურმან ჯინორია ესწრებოდა.
კურსდამთავრებულებისთვის მოეწყო თეატრალური დარბაზის პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად რეაბილიტირებულია სახელობო სწავლებაში ჩაბმული მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ, აღდგენილია 150 რბილი სავარძელი, თანამედროვე დიზაინით მოწყობილია სცენა და დარბაზი.