დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები განათლების ყველა საფეხურზე საქართველოში ევროპული დონის განათლების სისტემის ფორმირებას უზრუნველყოფს.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ყველა იმ მნიშვნელოვან გამოწვევას, რაც თანამედროვე განვითარებული ქვეყნების განათლების სისტემების დღის წესრიგშია.
ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებებით დაინერგება და განვითარდება მექანიზმების, რომლებიც ევროპული განათლების სისტემებში უკვე აპრობირებული და ეფექტურია.
საქართველოში მიღებული განათლება აღიარებული იქნება საერთაშორისო დონეზე. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომზადდება კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური კადრები, რომლებიც ადვილად შეძლებენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
შესაბამისად, ცვლილებები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცებისათვის, სამართლებრივ საფუძვლებს შექმნის. აღნიშნული დოკუმენტები განმარტავენ და აკანონებენ ისეთ ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების სივრცის მოდერნიზებას და განვითარებას. სამართლებრივი საფუძვლების შექმნა უზრუნველყოფს პროფესიულსა და უმაღლეს განათლებას შორის, დღეს არსებული, ეგრეთ წოდებული საგანმანათლებლო ჩიხის აღმოფხვრას. განახლებული კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირისათვის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობას.
ასევე უზრუნველყოფს საქართველოს საგანმანთლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, გამჭვირვალობას, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, კვალიფიკაციების მინიჭების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებას და სანდოობას, პროფესიული განათლების დაკავშირებას უმაღლეს განათლებასთან, პროფესიულ განათლებაში დაგროვილი კრედიტების აღიარებას აკადემიური ხარისხის მინიჭების მიზნებისთვის.