შემუშავდა 2018-2024 წლების საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა (პროექტი).
VII-IX კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ დასახელებული პროექტის საჯარო განხილვაში, რაც გულისხმობს ნებისმიერი მსურველის ჩართულობის შესაძლებლობას საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო რედაქციით შემუშავების პროცესში.
საბაზო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა (პროექტი) ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://ncp.ge/ge/
დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტს შემდეგ ელ.ფოსტაზე: esg@mes.gov.ge