ნორვეგიის მთავრობისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით გამოცხადებულია 12 კვირიანი სასწავლო პროგრამა: “Advanced Programme in European Law and Economics.“
აღნიშნული კურსი გათვლილია ადმინისტრაციულ სტრუქტურაში მომუშავე მოხელეებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე პირებისთვის და აკადემიური წრის წარმომადგენლებისთვის. სასწავლო კურსი ფინანსდება ნორვეგიის მთავრობის მხრიდან. აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rgsl.edu.lv