„შვედური ინსტიტუტის“ სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს მიღებას საქართველოს მოქალაქეებისთვის „ბალტიის ზღვის რეგიონის პროგრამა/ვისბის პროგრამა“ (Baltic Sea region Program/Visby Program). შვედეთი სტიპენდიებს სთავაზობს საქართველოს წარმომადგენლებს სამაგისტრო, სადოქტორო და ორსემესტრიან გაცვლით პროგრამებზე.
„შვედური ინსტიტუტი“ აფინანსებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯებს. „ვისბის პროგრამის“ სტიპენდიებზე არ არის განსაზღვრული კვოტები ცალკეულ ქვეყნებზე. სტუდენტთა განცხადება განიხილება ინდივიდუალურად.
ქართველი სტუდენტი, რომელსაც უკვე მიღებული აქვს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი შვედეთში არ განიხილება სასტიპენდიო კანდიდატად.
განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ- გვერდზე:
www.studyinsweden.se https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-masters/ https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-phd-postdoc/ https://si.se/en/apply/scholarships/visby-programme-exchange-students/