კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა (KAIST), 2018 წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოაცხადა მიღება გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამებზე (Global IT Technology Program).
პროგრამით გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამაგისტრო და სადოქტორო კურსები სამთავრობო პირებისთვის, პროფესორების, მკვლევარებისა და ექსპერტებისათვის, რომლებიც მოღვაწეობენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პერიოდია 2018 წლის 27 მარტიდან 2018 წლის 17 აპრილის ჩათვლით, ხოლო დოკუმენტების მატერიალურად წარდგენა უნდა მოხდეს 2018 წლის 24 აპრილამდე.
დამატებითი ინფორმაცია პროგრამების თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://ittp.kaist.ac.kr/html/kr/