,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’ მიზანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური და ადამიანური რესურსების დაგეგმვაში დაეხმაროს და სამართლიანი წლიური და შუალედური პროექტები განავითაროს. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” განათლების სამინისტროს, მის სააგენტოებსა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა ამ ორგანიზაციების ეფექტურად ფუნქციონირებას ითვალისწინებს.
”პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც მოსწავლეთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას ითვალისწინებს. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ზუსტ აღრიცხვას, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას, ეფექტურ მენეჯმენტსა და ელექტრონული ჟურნალების შემოღებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს განათლების სისტემის წინსვლისთვის” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა
,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემა” პილოტირებას ოც სკოლაში და ოთხ რესურს-ცენტში გაივლის, რათა მოსწავლეთა რეგისტრაციაზე, განრიგზე, დასწრებაზე, შეფასებაზე და ანგარიშებზე მოწესრიგებული მონაცემები შექმნას. ,,მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემის’’ პილოტირება 2010 წლის ბოლოს მოხდება. სისტემა ქვეყნის მასშტაბით 2011 წლის ბოლოს გავრცელდება.
USAID-ის 3 წლიანი განათლების მართვის პროექტი საქართველოს მთავრობას საგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესებასა და სკოლების დაფინანსებაში დაეხმარება.