გამოცხადდა განაცხადების მიღება ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებულ ინტენსიურ 6 კვირიან პროგრამაზე ევროპული სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებით (European Law and Economics). პროგრამა განკუთვნილია იმ პროფესიონალებისათვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საჯარო, არასამთავრობო და აკადემიურ სექტორებში.
პროგრამა იწყება მიმდინარე წლის 12 ნოემბერს და სრულდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.rgsl.edu.lv/programmes/intensive-programme
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 03 სექტემბერი.